ლალი აფციაური – ”გია თვალავაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს”

ლალი აფციაური - ”გია თვალავაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს”ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გია თვალავაძის ადვოკატმა ლალი აფციაურმა განუცხადა. მისივე თქმით, გია თვალავაძეს ამ ეტაპზე ბრალი არ აქვს წარდგენილი.

„ამ ეტაპზე ჯერ საქმის მასალებიც კი არ მაქვს გადმოცემული. მისთვის ბრალის წარდგენა, სავარაუდოდ, დღეს მოხდება, თუმცა ზუსტი დრო არ ვიცი“, – განაცხადა ლალი აფციაურმა.

შეგახსენებთ, რომ სუს-მა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავა.

თვალავაძის დაკავება სააფთიაქო ნარკომანიის საქმეს უკავშირდება. სუს-ის ინფორმაციით, ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად 20 პირის, მათ შორის გია თვალავაძის მიერ მიღებულმა შემოსავალმა 4.094.709 ლარი შეადგინა.