“მირზა სუბელიანის შვილის მიმართ არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები”- საგამოძიებო კომისია

"მირზა სუბელიანის შვილის მიმართ არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები"- საგამოძიებო კომისიახორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მირზა სუბელიანის შესახებ არის საუბარი.

ოპოზიციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში წერია, რომ “მირზა სუბელიანის შვილის ა.ს-ს მიმართ არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები”.

„კომისიამ შეისწავლა, თუ რამდენად იკვეთებოდა მირზა სუბელიანის ჩარევის კვალი გამოძიების პროცესში. ამ მიზნით კომისიამ გამოიკვლია მირზა სუბელიანის შვილის და მისი დეიდაშვილის მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა მნიშვნელოვანი გარემოებები. მირზა სუველიანის შვილის ა. ს.-ს მიმართ არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. ა.ს-ს მიმართ გამოძიებამ არ ჩაატადა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: არ აიღო ანაწმენდები და ფრჩხილის ნიმუშები, არ ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, არ გაჩხრიკა მისი საცხოვრებელი სახლი, დროულად არ ამოიღო მისი მობილური ტელეფონი, არ ამოიღო ა.ს. და მ.კ.-ს მიმოწერა სოციალურ ქსელში – ამ მიმოწერის ამოღებით გამოძიება დაადგენდა დანაშაულის მოტივს და განზრახვას და ორგანიზების დეტალებს. არ ამოიღო ა.ს.-ს ზურგჩანთა და შავი ფერის ქურთუკი, არ ჩაატარა არც ერთი ფარული ღონისძიება, მათ შორის ტელეფონით მიყურადება“, – ნათქვამია დასკვნაში