მიცკევიჩის ქუჩაზე 40 წლის მამაკაცი საკუთარი სახლის კართან დაჭრეს

მიცკევიჩის ქუჩაზე 40 წლის მამაკაცი საკუთარი სახლის კართან დაჭრესთბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. 40 წლამდე ასაკის მამაკაცს ჭრილობა საკუთარ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენეს.

მამაკაცი საკუთარი სახლის კარებთან დაჭრეს. ის მძიმე მდგომარეობაშია საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს საცხოვრებელი ბინის კართან, რომელიც 9-ე სართულზე მდებარეობს, სავარაუდოდ, 2 თავდამსხმელი ელოდებოდა.

დაჭრილი მეზობლებმა იპოვეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

„ძალიან ბევრი პოლიციელი იყო. სასწრაფოც იყო. გადაიყვანეს მამაკაცი, ცოცხალიაო. გავიგეთ ამბავი, რომ არ მომკვდარაო. მეტი არაფერი არ გაგვიგია,“-ამბობენ მეზობლები.

შსს-ს განცხადებით, დაკავებულია ერთი პირი.

როგორც „ინტერპრესნიუსს” შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 და 236-ე მუხლებით. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.