ნადალმა ბასილაშვილი შეაქო

ნადალმა ბასილაშვილი შეაქომსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა ბასილაშვილთან გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და თავისი მეტოქე შეაქო. ნადალის თქმით ბასილაშვილმა ფანტასტიური მესამე სეტი ითამაშა:
”ვცდილობდი აგრესიულად მეთამაშა და ვფიქრობ რომ მესამე სეტიც კარგად ჩავატარე, უბრალოდ ბასილაშვილი ფანტასტიური იყო. მას ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს და ამან ბევრი პრობლემა შემიქმნა. მიხარია რომ მეოთხედფინალში გავედი”–განაცხადა რაფაელ ნადალმა.
ნადალის შემდეგი მეტოქე დომინიკ ტიმი იქნება.