”ნეფეს დაავიწყდა, თავის ქორწილში რომ იყო, ტაქსი გააჩერა და სახლში წავიდა… ტუალეტთან ყველას ხელში უჭირავს და აფეთქებს… ” – ნოდარ ცინცაძის პოსტი

”ნეფეს დაავიწყდა, თავის ქორწილში რომ იყო, ტაქსი გააჩერა და სახლში წავიდა... ტუალეტთან ყველას ხელში უჭირავს და აფეთქებს... ” - ნოდარ ცინცაძის პოსტინოდარ ცინცაძემ რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქში დაწერა:

”სულ ახალი.

გუშინ ჩემი უბნელი ტარიკო შემხვდა(ტარიელი ნამდვილად არ ქვია), გავაჩერე მანქანა და მივესალმე. მოსუქებული მეჩვენა, მხრები მაინც მოწურული ქონდა:
-რას შობი ტარიკ, რაფერ ხარ?
-მაგრად ძმა? შენ რაფერ ხარ? მოდი ჩაგეხუტო.
ცოტა გამიკვირდა, სულ ფულს ან სიგარეტს ითხოვდა, ხელშიც მეჭირა მისთვის საჩუქებელი “კენტი”.
-მოსუქებულხარ, კარგად ხარ ეტყობა? ბიჭებისგან ვიცოდი “ც”-ზე რომ მკურნალობდა.
-კი ძმა, ჯერნეთში(სამოთხეში) ვარ.
-ვააა, სააღოლ. კაია ერთი შენც გაგიმართლოს. სად ხარ, რას ჩალიჩობ?
-ქორწილებში დავდივარ.
-კაი ტარიკ მათხოვრობ? არ გრცხვენია? რამეს დაგეხმარებით ბიჭები.
-არა ბრატ, რაის მათხოვრობა. იქ ჯერნეთია, ჯერნეთი.
-ჩანგალისტობ? თუ რამე საქორწილო დარბაზში მუშაობ?
-არა ძმა. და გადაიხარხალა.
-ბიჯო მივალ კაი “სვეტების”-ფაშისტების ქორწილში, დარბაზის ტუალეტთან ან უკანა მხარეს დავდგები. გამოდის ხალხი და რა ხალხი ნოდიიიი? ვერ წარმეიდგენ ძმა. ყველას ხელში უჭირავს და აფეთქებს. ბიჯოო რა ხდება თუ იცი? არც ძაღლები, არც იზმენა(ისტერიკა), ყველა ერთად ვართ ძმააა. მერე ავდივარ და ხან დედოფლის ბიძაშვილი ვარ და ხან ნეფის მეჯვარე. ამას წინათ ბრატ, ნეფეს დაავიწყდა, თავის ქორწილში რომ იყო, ტაქსი გააჩერა და სახლში წასულა, მამაჩემმა რომ გამიგოს, დამბრიდავსო.
-კაი ნუ გაატრაკე? მართლა?
-აუუ ნეტა ჩვენ ლოვჩიკას, მურკას და ზაზუკას მოსწრებოდათ ბიჯოოო. რა ცუდ დროს დეიბრიდენ. ნეტა ამ ბედნიერებას მოსწრებოდნენ.
-ტარიკ თავს მიხედე “ც” ხომ მეიცილე? თავიდან არ აიკიდო.
-ბიჯო ნოდი, ამას წინათ ვისთან ერთად ვეწეოდი იცი?
-ვინ იყო?
-საქონელი ჯიმია გახსოვს? განყოფილებაში?
-სულ ტრა..ი და ჭიპი რომ უჩანდა?
-ხო ბიჯო მისი ბიჭის ერთად მოვწიე. ეს რა მეღირსა, იმენნა წავშალე. რაც პაპიროსი აფეთქდა ყველა გადავაწოდე და დავარტყმევინე.
-რას ერჩოდი?
-რაას? ჩვენი ბიჭები მაგის საქონელმა ბაბამ არ დაღუპა? თითო მასტირკაზე იჭერდა და ჯიბეში სპიჩკის კაროპკას უდებდა. მე რა? ის 5 წელი ვინ მომახდევინა?
-კარგი ტარიკ, ფრთხილად იყავი. და სიგარეტი გადავაწოდე. გადამკოცნა და მითხრა:
-იცი რატო მიყვარხარ? შენ ხომ პოლიტიკოსი ხარ? შენ მოიტანე ეს ცხოვრება და მაგიტო გეხუტები.
-საიდან მოიტანე რომ პოლიტიკოსი ვარ?
-ვაა ნოდი შენ მწვანე არ ხარ და იიის. ჟვანიას პადელნიკი?
-ტარიკ აღარ ვარ პოლიტიკოსი და ეგ მე არ დამაბრალო ძმურად. სხვა ცოდვებიც მეყოფა.
-რას ამბობ ბრააატ, ხომ იცი როგორ მიყვარხარ? შენი ბიჭი რამე იმნაირებში შევამჩნიო? ეგრევე მოვალ და გეტყვი. შენ ძმა ხარ, ძმა და გამიღიმა. სულ 5 ჩაშავებული კბილი უჩანდა.
ღმერთო დაიფარე საქრთველო და ქართველები.”