პაოლო დიბალამ შესაძლოა იუვენტუსი დატოვოს

პაოლო დიბალამ შესაძლოა იუვენტუსი დატოვოსპაოლო დიბალამ ზამთარში შესაძლოა იუვენტუსი დატოვოს და სათამაშოდ ესპანეთში გადავიდეს. ასეთი ინფორმაცია ვრცელდება იტალიურ მედიაში. დიბალას წასვლის მიზეზიც აქვს, რადგან რონალდოს გადმოსვლის შემდეგ მან იუვენტუსის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ბოლო შეხვედრებში ის მოედანზეც არ გამოსულა.
თუ მომავალშიც ასე გაგრძელდა, მაშინ დიბალა ბუნებრივია ამას არ შეეგუება და სავარაუდოდ იუვენტუსს დატოვებს. დიბალას ყიდვა საკმაოდ ბევრ გუნდს სურს, მათ შორის მადრიდის რეალს და ბარსელონას.