პარლამენტში მარიხუანის კულტივაცია-რეალიზაციის კანონპროექტის განხილვა გადაიდო

პარლამენტში მარიხუანის კულტივაცია-რეალიზაციის კანონპროექტის განხილვა გადაიდოპარლამენტში მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის კანონპროექტის განხილვა გადაიდო. ამის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

მისივე თქმით, კულტივაციის საკითხის განხილვის გადადება საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით ხდება.

„რაც შეეხება მეორე პაკეტს, რომელიც დაკავშირებულია მცენარე კანაფის კულტივაციასთან და რეალიზაციასთან, აქ ჩვენ არ გვეჩქარება. აქ მთავარი არის საზოგადოება იყოს სათანადოდ ინფორმირებული. დღეს ეს ინფორმაცია საზოგადოებას არ აქვს. საზოგადოებას იმაზეც კი არ აქვს ინფორმაცია, რომ ეს კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნარკოტიკების წარმოებას და რეალიზაციას. ხდება სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას. თუ იქნებოდა იქ საუბარი ნარკოტიკების წარმოება-რეალიზაციაზე ჩვენთვის ბუნებრივად გასაგები იქნებოდა საპატრიარქოს პოზიცია. თუმცა აქ არ არის საუბარი ამაზე. იყო კონსულტაციები სხვადასხვა დონეზე და აუცილებლად გაგრძელდება ეს კონსულტაციები მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პატრიარქთანაც კონსულტაციები,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიუპოსტი