პაულო დიბალამ ტრავმა მიიღო

პაულო დიბალამ ტრავმა მიიღოიუვენტუსის ერთ-ერთმა ლიდერმა პაულო დიბალამ სასუოლოსთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მან შესაძლოა ერთი კვირა დაისვენოს. დიბალას მცირე დაზიანება აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა შესაძლოა მან ვალენსიასთან შეხვედრა გამოტოვოს, რემელიც 19 სექტემბერს გაიმართება.
სამაგიეროდ აუცილებლად ითამაშებს კრიშტიანო რონალდო, რომელიც ესპანეთში ბრუნდება და წარსულში მესტალიზე მას არაერთი გოლი აქვს გატანილი ვალენსიას კარში.