პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი ხათუნა ბარაბაძე გადადგა – ხორავაზე მკვლელობის გამოძახილი

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი ხათუნა ბარაბაძე გადადგა - ხორავაზე მკვლელობის გამოძახილიპირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი ხათუნა ბარაბაძე თანამდებობიდან გადადგა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბარაბაძემ განუცხადა, მან სამეურვეო საბჭოს გათავისუფლების თაობაზე თხოვნით 22 აგვისტოს მიმართა. ბარაბაძე ადასტურებს, რომ მისი გადაწყვეტილება ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეს უკავშირდება.

ცნობისთვის, აღნიშნულ სკოლაში ის მსჯავრდებულები სწავლობდნენ, რომლებიც ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეში ფიგურირებდნენ, მათ შორის ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გ.ბ. და დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული გ.ჯ.