პროკურორი: ”გიორგი ჭელიძე ვაზნების უნიტაზში ჩარეცხვას ცდილობდა”

პროკურორი: ”გიორგი ჭელიძე ვაზნების უნიტაზში ჩარეცხვას ცდილობდა”“ეროვნული ერთობის” ლიდერი გიორგი ჭელიძე მის დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს. როგორც ჭელიძემ დღევანდელ პროცესზე აღნიშნა, მისი დევნა დაიწყო მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა და საზოგადოებას ამ ორგანიზაციის იდეოლოგია გააცნო.

ჭელიძემ აღნიშნა, რომ ის პოლიციას უსაფუძლოდ რამდენჯერმე ჰყავდა დაკავებული. ამასთან, ჭელიძის თქმით, წინა წლის ოქტომბერს ის სასტიკად სცემეს, რაზეც რეაგირება არ მომხდარა.

“ეს პირდაპირ ჩემი გაჩუმების მცდელობაა. ამ ვაზნებზე ექსპერტიზა ჩატარდა და ჩემი ბიოლოგიური მასალა, არც ჩემი დნმ არ ამოვიდა – 10 ვაზნიდან არცერთ ვაზნაზე. არცერთი პოლიციელი არ იყო პოლიციელის ფორმაში, სამოქალაქო ფორმაში იყვნენ, ჩამომართვეს ტელეფონი და იძულებული გამხადეს დავმორჩილებოდი. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, შეიძლება ჩემს მიმართ სროლაც განხორციელებულიყო…

37 წელი რომ დაბრუნდეს, ბერია რომ დაბრუნდეს და მანქანის ფარების შუქზე რომ დახვრეტა იყოს ისევ, ვერ გამაჩერებენ და ვიბრძოლებ იმისთვის, რომ საქართველო იყოს ისეთი, როგორიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს და არა ნარკომანების, ცისფების და ა.შ.”, – განაცხადა გიორგი ჭელიძემ.

სხდომაზე კომენტარი პროკურორმაც გააკეთა.

”ბინაში შესვლისას ბრალდებული შევარდა საპირფარეშოში, მოანგრია უნიტაზი, მოგლიჯა საკანალიზაციო მილი და იქ ცდილობდა ვაზნების ჩარეცხვას”, – განაცხადა გიორგი ჭელიძის საქმის პროკურ.

სახელმწიფო ბრალდებამ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის დასაბუთებისას ჭელიძის სახლში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება მოიყვანა მაგალითად და ამის ფონზე მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეებზე ისაუბრა.

“როდესაც პოლიცია მივიდა გიორგი ჭელიძის სახლში ჩხრეკის ჩასატარებლად, ბრალდებული შევიდა სააბაზანოში, მოანგრია უნიტაზი, მოგლიჯა საკანალიზაციო მილი და იქ ცდილობდა ვაზნების ჩარეცხვას, თუმცა ვერ მოახერხა. ამასთან, გიორგი ჭელიძეს საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს საქმეზე სასამართლოში მოწმედ დასაკითხ პირებთან და არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რათა მათ ბრალდებულის სასარგებლო ჩვენება მისცენ”, – განაცხადა პროკურორმა.

სასამართლომ გიორგი ჭელიძეს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ინტერპრესნიუსი