რაფაელ ნადალმა დომინიკ ტიმი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა

რაფაელ ნადალმა დომინიკ ტიმი მძიმე ბრძოლაში დაამარცხამსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი ამერიკის ღია პირველობაზე ნახევარფინალში გავიდა. მეოთხედფინალში მან ავსტრიელი დომინიკი ტიმი 5 სეტში დაამარცხა და შეხვედრა 4 საათი და 54 წუთი გაგრძელდა.
მეხუთე სეტში ყველაფერი ტაი ბრეიკმა გადაწყვიტა, სადაც ნადალმა გადამწეყვეტ მომენტში უკეთ ითამაშა და გამარჯვებაც მოიპოვა. აღსანიშნავია ის რომ ნადალმა ზედიზედ მესამე რთული შეხვედრა ჩაატარა და სავარაუდოდ ის ნახევარფინალს ოპტიმალური კონდიციებით არ ხვდება.
ნახევარფინალში ნადალის მეტოქე არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო იქნება.