რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე მოტოციკლი მანქანას დაეჯახა

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე მოტოციკლი მანქანას დაეჯახაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე.

ერთმანეთს მოტოციკლი და “ჰონდა”-ს მარკის ავტომობილი დაეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

არსებული ინფორმაციით ბაიკერმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და ავტომობილს დაეჯახა.

ავარიის შედეგად მოტოციკლისტიც დაშავდა და ავტომობილის მძღოლიც. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. შედარებით მძიმეა 40 წლამდე ბაიკერის მდგომარეობა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ში აცხადებენ რომ გამოძიება სსკ 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ინფორუსთავი