რუსთავში 2 ბაიკერი დაჭრეს – ვიდეო

რუსთავში 2 ბაიკერი დაჭრეს - ვიდეორუსთავში, ავტობაზრობის ტერიტორიაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, ორი მამაკაცი დაჭრეს.

დაჭრილები ბაიკერები არიან.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, ერთს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი მსუბუქი დაზიანება კისრის არეში აქვს მიყენებული, მეორეს კი მხარზე.

“შემოიყვანეს ორი ახალგაზრდა მამაკაცი, ორივეს აღენიშნება ნაკვეთ-ნაჩხვრეტი ჭრილობა ერთს მხარის ხოლო მეორეს კისრის არეში, დამუშავდა ჭრილობები, ერთი პაციენტი მხარის ჭრილობით გადაყვანილია საოპერაციო ბლოკში და მიმდინარეობს ოპერაცია, მეორე პაციენტის ჭრილობა დამუშავდა და გაიკერა. სისხლდენა შეჩერებულია. ამჟამად პაციენტი გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში დაკვირვების ქვეშ იმყოფება. პაციენტი, რომელსაც ჭრილობა მხარის არეში აქვს მიყენებული დიდი დანაკარგი აქვს სისხლის, საკმაოდ მძიმე დაზიანებაა” -განუცხადა ინფო რუსთავს ექიმმა დავით გოგოძემ.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ურთიერთშელაპარაკების დროს ორმა პირმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები.