რუსთავში 30 წლის მამაკაცმა თავში ტყვია დაიხალა – მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

რუსთავში 30 წლის მამაკაცმა თავში ტყვია დაიხალა - მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებარუსთავში 30 წლამდე მამაკაცმა თავის მოკვლა სცადა.

მამაკაცი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით ახლობლებმა იპოვეს, რის შემდეგაც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა თვითმკვლელობის მიზნით თავის არეში სანადირო თოფიდან მოახდინა გასროლა. პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის კურსს გადის.

ინფორუსთავი