საქართველში ნებისმიერი სამსახური, შესაძლოა, საათობრივ ანაზღაურებაზე გადავიდეს

საქართველში ნებისმიერი სამსახური, შესაძლოა, საათობრივ ანაზღაურებაზე გადავიდესსაქართველში შესაძლოა, ნებისმიერი სამსახური საათობრივ ანაზღაურებაზე გადავიდეს.
ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში უკვე შესულია. წინადადებება, რომლის ავტორიც მოქალაქე მაკა მინდიაშვილია, „შრომის კოდექსში“ გარკვეულ ჩასწორებებს გულისხმობს.

როგორც საკანონმდებლო წინადადებაშია აღნიშნული, კერძო სექტორში, დამსაქმებლები თვითნებურად მოქმედებენ და არსებულ შრომის კოდექსს თავის სასარგებლოდ იყენებენ.

ამასთან, წინადადების ავტორის თქმით, ქვეყანაში უნდა შეიქმნას მონიტორინგის სამსახური, რომელიც მთელ საქართველოში გააკონტროლებს შრომის კოდექსის სრულყოფილ მუშაობას.

მათ შორის, საკანონმდებლო წინადადებების თანახმად, ღამის ცვლაში 22:00 საათის შემდეგ ანაზღაურება უნდა იყოს გაორმაგებული. ამასთან, ნებისმიერი სამსახური საათობრივ ანაზღაურებაზე უნდა გადავიდეს; ხელფასი კი საათში მინიმუმ – 5 ლარი და მზარდი-შრომის, პასუხისმგებლობისა და დამსახურების მიხედვით უნდა იყოს.

ამასთან, დამსაქმებელს უნდა დაეკისროს ჯანმრთელობის სრული სადაზღვევო ვალდებულების აღება იმ დასაქმებულზე, რომელიც სამსახურში უკვე 1 წლიანი კონტრაქტით არის მიღებული.

ბიპიენი