საქსტატი – 5 სულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 341 ლარი და 60 თეთრია

საქსტატი - 5 სულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 341 ლარი და 60 თეთრიასაქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასულ თვეს 2018 წლის განმავლობაში საარსებო მინიმუმის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. აგვისტოში საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 287 ლარი და 60 თეთრს შეადგენდა, მაშინ, როცა იგივე მაჩვენებელი იანვრში 293 ლარი და 50 თეთრი იყო.
ამასთან, გასულ თვეს საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი ივლისთან შედარებით მცირედით შემცირდა და შეადგინა 151 ლარი და 80 თეთრი. 2017 წლის აგვისტოს ანალოგიური მონაცემებით, ის 148 ლარს და 10 თეთრს უდრიდა.

სამაგიეროდ, გასულ თვეს დაფიქსირებული საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი წინა წლის აგვისტოს მონაცემთან შედარებით დაახლოებით 7 ლარით არის გაზრდილი.

საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია “საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

ბიემჯი