„სექსი ღმერთის საჩუქარია”- რომის პაპი

„სექსი ღმერთის საჩუქარია"- რომის პაპირომის პაპმა ფრანცისკემ სექს და სექსუალობას „ ღმერთის საჩუქარი და არა ტაბუ“ უწოდა. ამის შესახებ მან საფრანგეთში ახალგაზრდებთან შეხვედრისას ისაუბრა.

„სექსი და სექსუალობა – ეს ღმერთის საჩუქარია და არა ტაბუ. მას ორი მიზანი აქვს- სიყვარული და ახალი სიცოცხლის შექმნა. ნამდვილი სიყვარული ვნებიანია. მამაკაცსა და ქალს შორის არსებულ ვნებიან სიყვარულს კი ისინი უკვდავებამდე მიჰყავს. სიყვარულს ეძლევიან სულითაც და სხეულითაც.“- ასე უპასუხა რომის პაპმა 24 წლის გოგონას, რომელმაც უფროს თაობასთან სიყვარულის და სექსუალობის თემებიის განხილვის სირთულეებზე ისაუბრა.

„სექსუალობა უნდა იყოს ერთ განზომილებაში – მამაკაცისა და ქალის სიყვარულში. მაგრამ ამ მშვენიერ გზას ჩვენ შეიძლება აგვაცდინოს ჩვენმა სისუსტეებმა და სულიერმა დაცემამ. ეს არის “განცალკევებული სექსუალობა“, სიყვარულისგან მოწყვეტილი და მხოლოდ გართობისთვის გამოყენებული.“- აღნიშნა პაპმა და მაგალითად პორნოინდუსტრია მოიყვანა.

რომის პაპმა ახალგაზრდებს ძალიან ხანდაზმული წყვილის ისტორიაც უამბო:

„ერთხელ ძალიან მოხუცმა კაცმა, რომელსაც ასევე ძალიან მოხუცი ცოლი ჰყავდა მე მითხრა: „ჩვენ ისე ძლიერ გვიყვარს ერთმანეთი, რომ ხანდახან ერთმანეთს ვეხუტებით. ჩვენ ასაკში აღარ შეგვიძლია სიყვარულით დავკავდეთ მაგრამ ერთმანეთს ვეხუტებით, ვკოცნით.“ აი ეს არის ნამდვილი სექსუალიბა. არასოდეს გამოიყენოთ ის სიყვარულის გარეშე“- გაანცხადა რომის პაპმა.