სპეცოპერაცია ყიფშიძის ქუჩაზე – დაკავებულია 1 პირი

სპეცოპერაცია ყიფშიძის ქუჩაზე - დაკავებულია 1 პირითბილისში, ყიფშიძის N7-ში პოლიციაა მობილიზებული. 1tv-ს ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავება სავარაუდოდ 20 სექტემბერს, ვაკეში მომხდარი დაჭრის ფაქტს უკავშირდება. ყიფშიძის ქუჩაზე დაკავებასთან დაკავშირებით, შსს-ში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

ფალიაშვილის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაჭრილთა ასაკი 25 წლამდეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია ორი მუხლით -ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება.