ტერაქტის შემდეგ ირანმა სამი ევროპული ქვეყნიდან ელჩები გაიწვია

ტერაქტის შემდეგ ირანმა სამი ევროპული ქვეყნიდან ელჩები გაიწვიაირანის ხელისუფლებამ 22 სექტემბერს მომხდარ ტერაქტშისპარსეთის ყურის ქვეყნები დაადანაშაულა.

სპარსეთის ყურის ქვეყნებს აიათოლა ალი ხამენეიმ აშშ-ის მარიონეტები უწოდა. მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა თქვა, რომ გარე ძალები ირანის დესტაბილიზაციას ცდილობენ.

ირანმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ნიდერლანდებიდან, დანიასა და დიდი ბრიტანეთიდან ელჩები გაიწვია. საგარეო უწყების განცხადებით, ეს ქვეყნები იმ პირების დაკავებას აფერხებენ, რომელთაც ირანი ტერორისტებად მიიჩნევს, კონკრეტულად ვისზე ან რა დაჯგუფებაზეა საუბარი, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ბოლო მონაცემებით, 22 სექტემბერს სამხედრო აღლუმზე განხორციელებულ თავდასხმას სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ჯარისკაცებთან ერთად რიგითი მოქალაქეებიც არიან. მათ შორის ერთი ბავშვია.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ დაჯგუფება “ახვაზის არაბთა პატრიოტულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ”,ხოლო შემდეგ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.