ფინანსთა მინისტრი – ”ხორბლის მანქანით გადატანის აკრძალვის ბრძანება ახალ წლამდე გავაჩეროთ”

ფინანსთა მინისტრი - ”ხორბლის მანქანით გადატანის აკრძალვის ბრძანება ახალ წლამდე გავაჩეროთ”ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სატვირთო ავტომობილების მძღოლებს ხვდება.

მინისტრი მძღოლებს სთავაზობს 3 თვესა და 10 დღის განმავლობაში, ერთად შეჯერდნენ გამოსავალზე.

“მე გთავაზობთ, ახალ წლამდე გადავწიოთ ბრძანება და გავმართოთ ერთმანეთთან მოლაპარაკებები, იმისთვის, რომ შევჯერდეთ გამოსავალზე. მე თქვენ გარეშე გადაწყვეტილებას არ მივიღებ, ამიტომ სრულად საკმარისი პერიოდია 3 თვე და 10 დღე იმისთვის, რომ სწორ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. რა იცით რა ხდება, იქნებ გადავაკეთოთ ბრძანება, ან სულაც გავაუქმოთ” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მძღოლებთან შეხვედრისას.

მძღოლები მინისტრის შეთავაზებას ჯერ არ თანხმდებიან, ამბობენ რომ ყველა მძღოლის აზრი უნდა მოისმინონ და მას შემდეგ დაუბრუნებენ პასუხს. ისინი ბრძანების გაუქმების გარდა გამოსავალს ვერ ხედავენ. მძღოლები მინისტრს ბრძანების გაუქმებას სთხოვენ.

შეგახსენებთ, რომ მძღოლები ფინანსთა მინისტრის იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ხორბლის იმპორტი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იკრძალება.

17 სექტემბრის 16:00 საათიდან ამ დრომდე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „გეზი თბილისი“ შეწყვეტილია სამუშაო პროცესი.

გეზის ტერიტორიაზე, აქციის მონაწილე ხორბლის იმპორტიორებს ავტომანქანებით აქვთ ჩახერგილი როგორც გეზის მიმდებარე ტერიტორია, ასევე, უშუალოდ გეზ-ის ტერიტორიიდან გამოსასვლელი ნაწილი.

ბიემჯი