ქართველმა კალათბურთელებმა საბერძნეთის ნაკრებს პირველი ნახევარი 49:38 მოუგეს

ქართველმა კალათბურთელებმა საბერძნეთის ნაკრებს პირველი ნახევარი 49:38 მოუგესსაქართველოს საკალთბურთო ნაკრებისა და საბერძნეთის შეხვედრის პირველი ნახევარი დასრულდა. ქართველები ბერძნებს 11 ქულით, 49:38-ით ამარცხებენ.

საბერძნეთი ჯგუფის დაუმარცხებელი ლიდერია გერმანიასთან ერთად. მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი ეტაპი 24-მა ნაკრებმა დაძლია, რომლებიც მეორე ჯგუფურ ეტაპზე მუნდიალის 12 საგზურისთვის იბრძვიან.

ჩვენს ჯგუფში კიდევ 2 მატჩი გაიმართება: სერბეთი ესტონეთს უმასპინძლებს, ხოლო ისრაელი გერმანიაში ითამაშებს.

13 სექტემბერს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისრაელის ნაკრები თელ-ავივში დაამარცხა.