ქობულეთში მაშველებმა ზღვაში 35 წლის რუსი ქალის ცხედარი იპოვეს

ქობულეთში მაშველებმა ზღვაში 35 წლის რუსი ქალის ცხედარი იპოვესქობულეთში მაშველებმა ზღვაში გაუჩინარებული 35 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, შეტყობინება ქალის გაუჩინარების შესახებ დილოს 7 საათსა და 5 წუთზე მიიღეს.

ამის შესახებ „აჭარის ტელევიზია“ წერს.

გარდაცვლილი რუსეთის მოქალაქეა. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იმედინიუსი