ქუთაისის საკრებულოში ”ოცნების” დეპუტატებმა ნაციონალების დეპუტატი ცემეს – ვიდეო

ქუთაისის საკრებულოში ”ოცნების” დეპუტატებმა ნაციონალების დეპუტატი ცემეს - ვიდეოქუთაისის მერიის შენობაში “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ქუთაისიპოსტის ცნობით, ერთმანეთს საკრებულოს უმრავლესობის წევრი იმედა საღინაძე და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი  გია უკლება დაუპირისპირდნენ.

ჩხუბი გია უკლებას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს მოჰყვა, სადაც უკლება სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველს აგინებდა.

დაპირისპირება საკრებულოს სხდომათა დარბაზში დაიწყო, რის შემდეგაც ხელჩართული ჩხუბი დერეფანში გაგრძელდა.

ჩხუბში ჩაერთნენ და გია უკლებას სახის არეში სცემდნენ საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები  კახა ბოჭორიშვილი და ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი.  დეპუტატის ცემაში ასევე მონაწილეობდა მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი.

ფიზიკური დაპირისპირების შედეგად საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა  სახის არეში დაზიანებები  მიიღო.

ცოტა ხნის წინ სხდომა დაიწყო, რომელზეც განცხადება გააკეთა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია უკლებამ.

“ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა თვითმმართველობაში. თქვენ ამით ვერ შეგვაშინებთ. სხდომას არ დავტოვებთ,” – განაცხადა გია უკლებამ.