ცესკომ გიორგი შენგელაიას პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა

ცესკომ გიორგი შენგელაიას პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრარეჟისორ გიორგი შენგელაიას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა. მიზეზი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მხარდამჭერთა სიის არ წარმოდგენა გახდა, რომლის ბოლო ვადაც მიმდინარე წლის 18 სექტემბერს ამოიწურა. როგორც “ინტერპრესნიუსს” საინიციატივო ჯგუფის, რომელმაც გიორგი შენგელაია საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინა, ერთ-ერთმა წევრმა, პეტრე მამრაძემაც განუცხადა, მას ხელმოწერები არ შეუგროვებია. მისივე თქმით, 29 აგვისტოს შემდეგ, როდესაც ცესკოში საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენის თაობაზე განცხადება შეიტანეს, გიორგი შენგელაია აღარ უნახავს. შეგახსენებთ, რომ რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ ცესკოს საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წარსადგენად განცხადებით 29 აგვისტოს მიმართა. საპრეზიდენტო კანდიდატად დასარეგისტრირებლად კი 2018 წლის 18 სექტემბრამდე არანაკლებ 25 000 მხადამჭერის ხელმოწერა უნდა წარედგინა. ცესკოს ინფორმაციით, მხარდამჭერთა სიის არ წარდგენის გამო, გიორგი შენგელაიას გარდა, საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი კიდევ 18 პირს ეთქვა.