ხანძარი რუსთავის ინკუბატორში – დაიწვა 3.000 წიწილა

ხანძარი რუსთავის ინკუბატორში - დაიწვა 3.000 წიწილარუსთავში გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა. მარის არხის დასახლებაში წიწილების ინკუბატორი დაიწვა. განადგურდა 600 კვ.მ-ის ფართობი, დაიწვა 3 ათასი წიწილა.

ძლიერი ხანძრის გამო, საცხოვრებელ სახლსა და სათავსოებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არსებობდა, თუმცა, ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.