ხმაური და დაკავება თბილისში – 15 პოლიციელი 2 მთვრალს იჭერს – ვიდეო

ხმაური და დაკავება თბილისში - 15 პოლიციელი 2 მთვრალს იჭერს - ვიდეოხმაური იყო გვიან ღამით თბილისში, დადიანის ქუჩაზე. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს.
ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა,\ არასამთავრობო ორგანიზაცია “თეთრი ხმაურის” წევრმა, დავით სუბელიანმა გაავრცელა.

მანვე ფეისბუქში დაწერა:

“‘არ ვიცი ზუსტად რას ამტკიცებს ეს ვიდეო შესაძლო გადაცდომების კუთხით, მაგრამ რაც ნათლად ჩანს, არის ის, რომ:
1. საპატრულო პოლიციის მოქმედება არ ტოვებს პროფესიონალურის შთაბეჭდილებას. ძლივს ახერხებენ, საკუთარი თავის და 2 დაკავებულის წვალების ხარჯზე მარტივი ოპერაციის ჩატარებას.
2. ნაწილობრივ ზემოთ თქმულის, და სამწუხაროდ იმის გამოც, რომ სისტემურად დაშვებულია, პოლიციელები ხშირად გადაჭარბებულ ძალას იყენებენ: საბოლოო ჯამში 5 ეკიპაჟი იყო თავმოყრილი, 15-მდე პოლიციელი მუშაობდა 2 შეუიარაღებელი და მთვრალი ადამიანის დასაკავებლად. ეს ადამიანი (შალვა ბეგაშვილი) ამბობდა, რომ ავადმყოფი ვარო, იქნებ არ შეიძლება მისი ასე თრევა.”

როგორც გაირკვა, დაპირისპირება ორ მოქალაქეს შორის, ერთ-ერთი სუპერმარკეტის წინ მოხდა.

როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ორი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

უწყებაში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პოლიციის მხრიდან დაკავებისას ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

https://www.facebook.com/dsubeliani/videos/10156956446438338/