19 წლის მომღერალს „თავის მოჭრით“ ემუქრებიან

ახალგაზრდა ყირგიზი მომღერალი ქალის მუსიკალური კლიპი ინტერნეტში დიდი ვნებათაღელვის მიზეზი გახდა. 19 წლის ზერე ასილბეკს, რომელიც თავის სიმღერის „გოგო“ ვიდეორგოლში ბიუსტჰალტერით გამოჩნდა, ყირგიზი ქალის იმიჯის შეურაცხყოფის გამო „თავის მოჭრით“ ემუქრებიან.

ეს ზერეს პირველი სიმღერაა, რომელიც 2 თვის წინ გამოვიდა, თუმცა აქტუალური ვიდეორგოლის გამოსვლის შემდეგ გახდა.

ზერე ასილბეკი მღერის იმაზე, რომ არავინ არ უნდა მიუთითოს ქალებს და გოგონებს, როგორ მოიქცნენ და როგორ ჩაიცვან, მასთან ერთად კლიპში ჩანან სხვადასხვაგვარად შემოსილი გოგონები- ჰიჯაბიდან და ტრადიციული ყირგიზული სამოსიდან დაწყებული საცურაო კოსტიუმებამდე.

მის მიმართ გაჟღერებული მუქარის გამო მომღერალმა უკვე მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. ყირგზეთის შსს-ს განცხადებით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ მომღერლის დასაცავად.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018