“რუსთავი 2-ზე უარესიაო იბერია… მკიდია თქვენი “ომეგაც” და ყველაფერიც…” – სკანდალური ჩანაწერი ყიფიანსა და ოქუაშვილს შორის

"რუსთავი 2-ზე უარესიაო იბერია... მკიდია თქვენი "ომეგაც" და ყველაფერიც..." - სკანდალური ჩანაწერი ყიფიანსა და ოქუაშვილს შორისტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფზე“ ზეწოლის საქმეში სპორტისა და ახალაგზრდობის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი ფიგურირებს. “კურიერმა” მოიპოვა აუდიოჩანაწერი, რომელიც იბერიას დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილისა დალევან ყიფიანის ჩანაწერს ასახავს.„მთავრობა დაგიდგა გვერდში კეთილგანწყობით, წარმოებასთან, თქვენ კაცობასთან ყველაფერში, რა დავაშავეთ მითხარით… ყველა გამოდის “რუსთავი 2”-ზე უარესიაო იბერიაო… ძნელია, როცა ლაპარაკობ დათმობაზე, როცა ტელევიზია ასეთ ამბებშია… რა გავაკეთოთ? მკიდია ბიუჯეტიც და თქვენი “ომეგაც” და ყველაფერი… მე რა პრობლემაც მაქვს, ის გადამიწყვიტეთ…“-აღნიშნავს ლევან ყიფიანი სატელეფონო საუბარში და იბერიას დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს ახსენებს, რომ მას აქვს რამდენიმე ანგარიში, რომელიც მხოლოდ “ომეგა ჯგუფს” არ ეკუთვნის.

„იბერია ტვ“-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ბრიტანულმა საადვოკატო ფირმა „ფილდფიშერმა“ წერილი გაუგზავნასაქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანს, რომელიც ადრესატს ორი კვირის წინ ჩაბარდა.

წერილში აღნიშნულია, რომ „ომეგას“ დაწყებული აქვს სამართლებრივი პროცედურები ინგლისისა და უელსის უმაღლესი სასამართლოსთვის „ომეგაზე“ განხორციელებული ზეწოლის გამო, რამაც დააზარალა „ომეგა ჯგუფი“.