51-ე სკოლის დირექტორის მოადგილე თინათინ ყენიამ თანამდებობა დატოვა

51-ე სკოლის დირექტორის მოადგილე თინათინ ყენიამ თანამდებობა დატოვა51-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა.

ამ დრომდე თანამდებობაზე რჩება თავად სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე.

ყენიას თქმით, მან ეს თანამდებობა სასწავლო წლის დასრულების შემდეგ დატოვა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ამის შესახებ თინათინ ყენიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ყენია აცხადებს, მან სკოლა სასწავლო წლის დასრულების შემდეგ დატოვა.

“მე არ ვმუშაობ სკოლაში დიდი ხანია. დავტოვე სკოლა, როცა დასრულდა სასწავლო წელი. ეს ხორავას ქუჩაზე მომხდარს უკავშირდება იმ კუთხით, რომ ეს არის ის განცდა, რომელიც დამეუფლა 2 დეკემბერს. მორალურიც და ყველანაირი პასუხისმგებლობაცაა. რა უნდა დაგემართოს სამსახურში ამაზე მეტი, რომ ადამიანი მივიდეს კიდევ და იმუშაოს იგივე გარემოში, იგივე პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე და გააკონტროლოს 2.600 ბავშვის გადაადგილება, ფიქრი და ის, თუ რას მოიმოქმედებს მერე?

ეს არის ჩემი პირადი გადაწყვეტილება და მე ასე ვთვლი, რომ იმ სამსახურში არ უნდა ვიყო, კონკრეტულად იმ სკოლაში, სადაც ეს ამბავი მოხდა. მე ამის გაკეთება 2 დეკემბერს მინდოდა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ყველაფერი მიმეყვანა ბოლომდე და ამის შემდეგ, როცა დავასრულე სასწავლო პროცესი, დავტოვე პოზიცია”,- აცხადებს ყენია.

კითხვაზე, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ მას ბავშვებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს და ბევრი ცუდი აუცილებია თავიდან.

„პასუხისმგებლობის გრძნობა კი არა, უფრო შიშია. ძალიან ბევრი მსგავსი შემთხვევა ამიცილებია თავიდან და მაქვს დიდი გამოცდილება ბავშვებთან ურთიერთობის” – აღნიშნა ყენიამ.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნით, უნდა დადგეს 51-ე სკოლის დირექტორისა და მოადგილის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

ასევე, დასკვნის თანახმად, 2017 წლის 1 დეკემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა, ასევე უნდა დაეკისროთ მანდატურებს, მათ შორის მანდატურის სამსახურის უფროსს და მანდატურის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს უფროსს.

ხორავას ქუჩაზე 11-ე კლასის მოსწავლეები ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე 1 დეკემბერს მოკლეს. ცნობისთვის, გუშინ, თანამდებობიდან ასევე გადადგა პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ხათუნა ბარაბაძეც.