ახმეტაში მამაკაცი გველმა დაკბინა

ახმეტაში მამაკაცი გველმა დაკბინაახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში მამაკაცი გველმა დაკბინა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც 41 წლის შალვა გაწირიძემ სახლში დაბრუნებისას ქვეწარმავალს შემთხვევით ფეხი დაადგა. მას ნაკბენები სწორედ ფეხის არეში აქვს.

დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება დედოფლისწყაროს საავადმყოფოში ჩაუტარდა, შემდეგ კი კატასტროფის ჯგუფმა თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.