”არ ვიცოდი, თორემ ჩემს შვილს არ ვიცი, რას ვუზამდი” – მევლუდ თეზიაშვილის დედა ნატა ბოლქვაძეს საჯაროდ ბოდიშს უხდის

”არ ვიცოდი, თორემ ჩემს შვილს არ ვიცი, რას ვუზამდი” - მევლუდ თეზიაშვილის დედა ნატა ბოლქვაძეს საჯაროდ ბოდიშს უხდისნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის ანონსმა, სადაც 16 წლის გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულის, მევლუდ თეზიაშვილის დედა საჯარო ბოდიშს იხდის დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
“მაპატიე, არ ვიცოდი თუ ამას აკეთებდა ჩემი შვილი, თორემ გეფიცებით ყველა სალოცავს და ღმერთს, ჩემი ხელით, არ ვიცი რას ვუზამდი”- აცხადებს ბრალდებულის დედა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში მომხდარ თვითმკვლელობის გახმაურებულ ფაქტზე ნატანებში მცხოვრები მევლუდ თეზიაშვილი დააკავა.

16 წლის ნატა ბოლქვაძის თვითმკვლელობის ამბავი 15 აგვისტოს გახდა ცნობილი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მოზარდი საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
თავდაპირველად გავრცელდა ვერსია, რომ შესაძლოა თვითმკვლელობის მიზეზი ახალი ინტერნეტთამაში გამხდარიყო, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გოგონას მამაკაცი სექსუალურ ნიადაგზე აშანტაჟებდა.

მევლუდ თეზიაშვილი მოზარდმა ფესიბუქის მეშვეობით გაიცნო. 22 წლის ბიჭი გოგოს მიმოწერის გამჟღავნებით ემუქრებოდა, რის სანაცვლოდაც მას სექსუალური ფოტოებისა და ვიდეოების გადაღებას და გაგზავნას სთხოვდა. ამის შემდეგ უკვე შანტაჟი აღნიშნული ფოტო და ვიდეო გამოქვეყნების მუქარით დაიწყო, რასაც გოგონას თვითმკვლელობა მოჰყვა.
16 წლის გოგომ თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე წერილი დაწერა. არასრულწლოვანმა მშობლებს მოუყვა, როგორ აშანტაჟებდა სოციალური ქსელით გაცნობილი პირი და ინტიმური ფოტოების გადაღებას აიძულებდა. წერილი “კურიერმა” მოიპოვა.

“ვწერდი ერთს, გიორგი ჰქვია. ძალიან დავახლოვდით და ისე შევეჩვიე, მომავალზეც კი ვილაპარაკეთ, დაჟე ბავშვზეც მელაპარაკა. მაგრამ მერე გავიგე, რომ თურმე ის არ ყოფილა, ვინც მეგონა. თურმე თავისი ძმაკაცი მწერდა იმის ფეისბუქიდან. მითხრა, იმას თუ არ გავაკეთებდი, რასაც ვეტყოდი, ჩვენს ესემებს დასქრინავდა და შენ და მამიკოს გამოგიგზავნიდათ. ამას კი ვერ გადავიტანდი და დავთანხმდი. ძალიან ბევრი საზიზღრობა ვიდეო გადამაღებინა და გამაგზავნინა. შემდეგ ამ ვიდეოებით დამიწყო შანტაჟი. ეს დღეები რა გამოვიარე, ამას ვერავინ ვერ გაიგებს, დედა. შენც კი ვერ გამიგებ, დედა. ვიცი, ჩემი ხელით დავიღუპე თავი, მაგრამ ვერაფერს შევცვლი,“- წერს არასრულწლოვანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული მ.თ., თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრები, 2002 წელს დაბადებული ნ.ბ. სოციალური ქსელის – „ფეისბუქის“ საშუალებით გაიცნო. მ.თ.-ს გოგონასთან გარკვეული დროის განმავლობაში, ამავე ქსელის მეშვეობით მიმოწერა ჰქონდა. მოგვიანებით, ბრალდებული ნ.ბ.-ს აღნიშნული მიმოწერის მისივე მშობლებისთვის გაგზავნით დაემუქრა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა ინტიმური ხასიათის ფოტოსურათებისა და ვიდეოკადრების გადაღებასა და გაგზავნაზე დაითანხმა. მას შემდეგ, რაც ნ.ბ.-მ გადაღებული ფოტოები და ვიდეომასალა გადაუგზავნა, ბრალდებულმა გოგონას დაშანტაჟება დაიწყო, რის გამოც ამ უკანასკნელმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

ნიუპოსტი