ასადის რეჟიმმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო

ასადის რეჟიმმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდოორშაბათს საღამოს სირიაში ხმეიმის ავიაბაზის დისპეტჩერებმა რუსული თვითმფრინავის Ил-20 ეკიპაჟთან კავშირი დაკარგეს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. თვითმფრინავის ბორტზე 14 ადამიანი იმყოფებოდა. მათი ბედი ჯერჯერობით უცნობია. ლატაკის აკვატორიაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

თვითმფრინავის გაუჩინარებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს. სირიული მხარე აცხადებს, რომ თვითმფრინავი ისრაელის ავიაციამ ჩამოაგდო. CNN -ი თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული თვითმფრინავი შეცდომით თავად სირიის სამთავრობო ძალებმა ჩამოაგდეს, მაშინ როცა ისრაელის რაკეტების ჩამოგდებას ცდილობდნენ.

აღნიშნულ თემაზე ისრაელის მხრიდან კომენტარები არ გაკეთებულა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსულმა რადიოლოკაციურმა საშუალებებმა ასევე დააფიქსირეს რაკეტების გაშვება ფრანგულ ფრეგატა Auvergne-სგანაც, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.

ნიუპოსტი