ავთანდილ ხურციძეს ამერიკის სასამართლო განაჩენს დღეს გამოუტანს

ავთანდილ ხურციძეს ამერიკის სასამართლო განაჩენს დღეს გამოუტანსამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული მოკრივის ავთანდილ ხურციძესთან დაკავშირებით, სასამართლო გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი.

ხურციძის წინააღმდეგ განაჩენს მანჰეტენის სასამართლოში რამდენიმე საათში გამოაცხადებენ.

ოჯახის წევრები სპორტსმენის უდანაშაულობაზე საუბრობენ და სასამართლოსგან გამამართლებელ განაჩენს ელოდებიან.

2017 წლის 8 ივნისს ჩატარებული სპეცოპერაცის შედეგად 33 დაკავებულს შორის ავთანდილ ხურციძე ერთ-ერთია, ვისაც  გამოძიებამ მძიმე ბრალდებები წაუყენა.  მათ შორისაა კონტრაბანდა, რეკეტი, არალეგალური აზარტული თამაშები, ფულის გამოძალვა, თაღლითობა და ფინანსური მაქინაციები.

რუსთავი 2