ბორჯომის ხანძარში ნაკრძალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ივანე კუპრაძე დაიღუპა

ბორჯომის ხანძარში ნაკრძალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ივანე კუპრაძე დაიღუპაბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების ბორჯომი-ხარაგაულის ნაკრძალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი 43 წლის ივანე კუპრაძე დაიღუპა.

კუპრაძე ხანძრის დროს წაქცეულმა ხემ იმსხვერპლა. რეინჯერის პოზიციაზე ივანე კუპრაძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 2003 წლიდან მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

რუსთავი 2