დინამოს სტადიონთან მამაკაცი დაჭრეს

დინამოს სტადიონთან მამაკაცი დაჭრესთბილისში, დინამო არენასთან, ცაბაძის 9 ნომერში, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

სროლა თბილისის ცენტრში ერთი საათის წინ მოხდა. მამაკაცს ერთი ტყვია ფეხის არეში აქვს მოხვედრილი. ის საავადმყოფოში მეზობლებმა გადაიყვანეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დაჭრილი ცაბაძის ქუჩის მცხოვრებია.
მომხდარის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.