ავარია მოხდა დუშეთის მუნიციპალიტეტში – ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. ის სომხეთის მოქალაქე იყო.
შეჯახების შედეგად დაშავდა სომხეთის 4 მოქალაქე, მათ შორის, 2 წლის ბავშვიც. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დუშეთის რაიონულ კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
რუსთავი 2