”ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს ბრალი წარედგინა

”ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს ბრალი წარედგინა„საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს, ცეცხლსასროლი და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალი წარედგინა.

სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

31 აგვისტოს, სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში მოძრაობა ,,საქართველოს ეროვნული ერთობის” გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.