GDG ქუთაისის აეროპორტთან სასტუმროს მშენებლობას ვერ იწყებს

სამშენებლო კომპანია GDG ქუთაისის აეროპორტთან სასტუმროს მშენებლობის დაწყებას ბიუროკრატიული ბარიერების გამო ვერ ახერხებს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა ბეჟან წაქაძემ bm.ge-ს განუცხადა, საძირკვლის სამუშაოები წელს ზაფხულში უნდა დაეწყოთ, მაგრამ ამ დრომდე იუსტიციის სამინისტროსგან ელოდებიან გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მიწის სტატუსი უნდა შეიცვალოს და სასოფლო-სამეურნეოდან არასასოფლო-სამეურნეოზე უნდა გადაკეთდეს.
„პროექტი მზად არის, იუსტიციის სამინისტროშია გადაგზავნილი დოკუმენტაცია. უკვე მესამე თვეა ველოდებით. ძალიან ჭიანურდება“,- აცხადებს წაქაძე.
მისი ინფორმაციით, შესაბამის გადაწყვეტილებას კომისია იღებს, რომელიც თვეში ერთხელ იკრიბება.
ბიზნესმენს ადგილზე 100-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა სურს, რომელიც აეროპორტთან იქნება დაკავშირებული და მის სტუმრებს შეეძლებათ ფრენების განრიგის შესახებ ინფორმაცია სასტუმროშივე მარტივად მიიღონ. ბეჟან წაქაძის თქმით, სასტუმროში კაზინოს მოწყობასაც აპირებს.
პროექტის ღირებულება 5 მილიონი დოლარია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018