გია თვალავაძეს ბრალი წარედგინა

გია თვალავაძეს ბრალი წარედგინაშრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსს, გია თვალავაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალი წარედგინა, -ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

აღნიშნული პირი დღეს სუს-ში ე.წ სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე გამომძიებლების კითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა.

შეგახსენებთ, სუს-მა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავეს. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.