გიორგი ანდრიაძე პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს

გიორგი ანდრიაძე პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინესსაქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (სანგუს) სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ანდრიაძე, საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინეს.
ანდრიაძის კანდიდატურა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: ჯემ ბულენთ ქუჩუქალი, გიორგი შერვაშიძე, თენგიზ თავდგირიძე, უმით ოსმანაღაოღლუ, ლია ბახუთაშვილი, ჯანერ შაჰინბაშ, მერაბ მამულაშვილი, თემურ ჩალაბაშვილი, ნიკა ხუგაშვილი, ილია მხითაროვი, ვაჟა დავითაძე, კონსტანტინე მთავრიშვილი, ჰასან ზიიზ შევქეთბეიოღლუ, სადიქ ზია ენდეროღლუ და იოანე ანდრიაძე.

7 სექტემბრის მონაცემებით ცესკოში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 39 კანდიდატია წარდგენილი.