გორის პატრულმა ავტობანზე გაქცეული ცხენები გადაარჩინა

გორის პატრულმა ავტობანზე გაქცეული ცხენები გადაარჩინათბილისი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის გორის მონაკვეთზე პატრონისგან მიტოვებული ცხენები გზის სავალ ნაწილზე მოძრაობდნენ. სოფელ შავშვებთან საავარიო სიტუაციის აცილების მიზნით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოიძახეს.

ეკიპაჟის წევრებმა ორი ცხენი ბორდიურებიდან გაიყვანეს და მინდორში გაუშვეს. მათი პატრონის მოძებნა კი ვერ შეძლეს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, შინაური ცხოველის მიტოვების გამო, მისი მესაკუთრე ჯარიმდება. პატრულმა ჯარიმის გამოწერა ვერ შეძლო, თუმცა ცხენები გადაარჩინა და მძღოლებს საავარიო სიტუაციის საფრთხე თავიდან ააცილა.

ქართლი