გურამ კაშია: ”გაფორმდეს სიმბოლური ხელშეკრულება: არ დავცინებ! არ დავამცირებ! ”

გურამ კაშია: ''გაფორმდეს სიმბოლური ხელშეკრულება: არ დავცინებ! არ დავამცირებ! ''საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია სოციალურ კამპანიაში “ძლიერები არ ძალადობენ” მონაწილეობს. კამპანიის ფარგლებში უახლოესი სამი თვის განმავლობაში ქართველი სპორტსმენები სკოლის მოსწავლეებს შეხვდებიან და გამოცდილებას გაუზიარებენ.

გურამ კაშიამ უახლოესი გეგმების შესახებ instagram-ის story-ზე ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც შემდეგს ვკითხულობთ:

”მე შემიძლია ჩემი ნივთების გაყიდვა მაგ. მაისური, ბუცი, გაცვლილი მაისურები, შემიძლია ცნობილი ფეხბურთელების მაისურების შოვნა თუ გავიტანთ აუქციონზე, დაგროვებული ფული მთლიანად მოხმარდება გაჭირვებულ სკოლას, კლასს, მოსწავლეს!

კლასთან სკოლასთან გასაუბრება ჩემ სკოლის დროინდელ დროზე სადაც მეც ვიჩაგრებოდი! გამოცდილების გაზიარება, სწავლა განათლების მნიშვნელობა ჩემს ღირებულებებზე, ფეხბურთის ან ნებისმიერი სხვა სპორტის აქტივობაში ჩემი და სპორტსმენების ჩართვა. ჩემი ან ნებისმიერი სხვა სპორტსმენის მისვლის შემდეგ დაიდოს პირობა! ჩემს და ბავშვებს შორის გაფორმდეს სიმბოლური ხელშეკრულება მაგ: არ დავცინებ! არ დავამცირებ! ამ პირობას ხელს მოაწერს ყველა ბავშვი და სპორტსმენი. ეს პირობა გაიკრას კლასში როგორც სიმბოლური აქტი.”

crystalsport.ge