იაია ტურე კარიერას ოლიმპიაკოსში გააგრძელებს

იაია ტურე კარიერას ოლიმპიაკოსში გააგრძელებსცნობილი კოტ დივუარელი ფეხბურთელი იაია ტურე კარიერას ბერძნულ ოლიმპიაკოსში გააგრძელებს. ტურე უკვე ათენში იმყოფება და მან 2წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ტურე ადრე უკვე იცავდა ოლიმპიაკოსის ღირსებას და მისი თქმის იქ დაბრუნება მისთვის ძალიან სასიამოვნოა:
”ოლიმპიაკოსი ძალიან მიყვარს და ჩემთვის დიდი პატივია აქ დაბრუნება. მინდა ყველას დავუმტკიცო რომ ისევ შემიძლია მაღალ დონეზე თამაში და ჩემი ჩამოწერა ნაადრევია”–განაცხადა იაია ტურემ.
ტურე ოლიმპიაკოსში 2005/06 წლებში თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.