ირაკლი კაკაბაძე “ცეკვავენ ვარსკვლავებში” გამოვა – “ეს სრული შიზოფრენიაა”

ირაკლი კაკაბაძე "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოვა - "ეს სრული შიზოფრენიაა"როგორც მწერალი ირაკლი კაკაბაძე ამბობს, რომ ყველას ეცინება, მათ შორის, თავად მასაც, მის გადაწყვეტილებაზე, რომ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ იღებს მონაწილეობას.

„სად მოვიაზრები და სად გადავიზარები, მე თვითონ არ ვიცი და არც მაინტერესებს, მაგრამ მე რას ვფიქრობ და რატომ მოვედი აქ, გეტყვით. ჩემს ცხოვრებაში ბევრ შიზოფრენიულ პროექტში მაქვს მონაწილეობა მიღებული და ამას სიამაყით ვამბობ. როცა ნოე სულაბერიძემ მითხრა, აქ მოდიო, სრული შიზოფრენია იყო ჩემი გამოჩენა ამ შოუში, ისევე, როგორც ბევრი ადამიანის, მაგრამ ვინაიდან ხელოვნება საუკეთესო შიზოფრენიად მიმაჩნია, ჩემთვის საინტერესო გახდა ეს შემოთავაზება. ამდენი ლამაზი ქალი როცა არის და ამდენი მაგარი ადამიანი, ვარიანტი არ არის, რომ კარგი რაღაც არ მოხდეს. ჩემთვის ეს უკვე გამარჯვებაა ამ კარგ ხალხთან ყოფნა, თქვენ გაიხარეთ“, აღნიშნა მწერალმა.

მუზიკბოქსი