კალიფორნიაში მამაკაცმა 5 ადამიანი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

კალიფორნიაში მამაკაცმა 5 ადამიანი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლაკალიფორნიის ქალაქ ბეიკერსფილდში მამაკაცმა ხუთი ადამიანი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ პოლიციაზე დაყრდნობით ტელეარხი ABC30 იუწყება.

მისი ინფორმაციით, მამაკაცი მეუღლესთან ერთად ავტოსატრანსპორტო კომპანიაში მივიდა, სადაც მათ კიდევ ერთ მამაკაცთან შელაპარაკება მოუვიდათ. ეჭვმიტანილმა ჯერ მამაკაცი, შემდეგ კი საკუთარი მეუღლე მოკლა. ამის შემდეგ კომპანიაში კიდევ ერთი მამაკაცი შევიდა, რომელიც მსროლელმა ასევე მოკლა.

ამის შემდეგ ეჭვმიტანილი მანქანაში ჩაჯდა და სხვა ადგილზე კიდევ ორი მამაკაცი მოკლა, შემდეგ კი გაიტაცა ავტომობილი, რომელშიც ქალი და ბავშვი იმყოფებოდნენ. მათ ავტომობილიდან გაქცევა შეძლეს, ეჭვმიტანილმა კი მანქანა პარკინგზე გააჩერა და თავი მოიკლა.

პოლიციის ინფორმაციით, მომხდარს 30-ზე მეტი ადამიანი შეესწრო.

ინტერპრესნიუსი