ხორბლის გადამზიდავები მთავრობის წინააღმდეგ – “გამოვიდეს მინისტრი და აგვიხსნას ყველაფერი”

ხორბლის გადამზიდავები მთავრობის წინააღმდეგ - "გამოვიდეს მინისტრი და აგვიხსნას ყველაფერი"ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სამუშაო პროცესი ამ დრომდე შეწყვეტილია, პროცედურები შეჩერებულია მათ შორის იმ იმპორტიორებისთვისაც, ვისაც ქვეყანაში მალფუჭადი პროდუქტი შემოაქვთ.

ხორბლის გადამზიდავები იმ დადგენილების გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც საქართველოში ხორბლის სახმელეთო გზით შემოტანა იკრძალება.

ხორბლის იმპორტიორები ეჭვობენ, რომ ბიზნესით სავარაუდოდ, კონკრეტული პირები დაინტერესდნენ.

ხორბლის გადამზიდავების ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების შესაცვლელად ორ დღიან ვადას აძლევენ.

„გვინდა გამოვიდეს მინისტრი და აგვიხსნას ყველაფერი – რა ხდება და მაგის მიხედვით ვიმოქმედებთ. სანამ არ გაუქმდება ეს გადაწყვეტილება, არ დავიშლებით.. უფრო და უფრო მეტი ვიქნებით ყოველდღე“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ვაჟა გოგოლაძე.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ხორბლის გადამზიდავების პროტესტის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა, სადაც მოუწოდა აქციის მონაწილეებს დიალოგის გზით მივიდნენ პრობლემის გადაჭრამდე.

ნიუპოსტი