„3 მანქანა გადმომიფორმე… მერე მე ჯიჯღინი არ დამაწყებინოთ“ – ლევან ყიფიანი „ომეგას“ ქუმსიშვილ-ხადურისთვის მანქანებს და ფულს სთხოვს

„3 მანქანა გადმომიფორმე… მერე მე ჯიჯღინი არ დამაწყებინოთ“ – ლევან ყიფიანი „ომეგას“ ქუმსიშვილ-ხადურისთვის მანქანებს და ფულს სთხოვსრეკეტი სახელმწიფოს სახელით და “ომეგა ჯგუფის” სკანდალური საქმე – “კურიერმა” ახალი ჩანაწერი მოიპოვა. აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლებს მინისტრებისთვის ძვირადღირებულ მანქანებს სძალავდნენ.

„კურიერის“ მიერ მოპოვებულ ჩანაწერში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები საუბრობენ.

ლევან ყიფიანი ორი მინისტრისთვის, ნოდარ ხადურისა და დიმიტრი ქუმსიშვილისთვის, ძვირადღირებულ მანქანებს და ფულს ითხოვს:

ლევან ყიფიანი: – აგერ, ძმაო, გადამიფორმეთ, 5 მანქანა, რაც ძველი დავალიანებაა. აქედან მერე, რაც ჩამოეჭრება და 30 მილიონიანი რესტრუქტურიზაცია, 30 მილიონის პროცენტი მომეცით. 3 მანქანა, რომელიც არის, გადმომიფორმონ, რომ მე კიდევ არ გადავაგდო ფინანსთა სამინისტრო, ერთი მინისტრი და მეორე მინისტრი.

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: – ერთ მინისტრში რა, ქუმსიშვილს არ გულისხმობ?

ყიფიანი: – სხვას, წინა მინისტრსაც ვგულიხმობ.

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: – ეს ხადური ხომ?

ყიფიანი: – ჰო. ერთი კუპერი, X 4 და X 5

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: – ეს ქუმსიშვილის

ყიფიანი: – კიი. ეს 3 მანქანა გადმომიფორმდეს, ან ვისაც მოვიყვან იმაზე გადააფორმონ იმაზე, რომ მერე მე ჯიჯღინი არ დამაწყებინოთ, მაიცა და ხვალ იყოს და ზეგ იყოს. მარა აქ მე, მარტო არა ვარ. აქ ვალდებულებებია, ამ ვალდებულებებს მე ვეღარ გავექცევი.

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: – რა ვალდებულებებია?

ყიფიანი: – ფინანსური ვალდებულებები.

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: – ეგ,რას ნიშნავს?

ყიფიანი: – რომ უნდა გავცე ეს ვალდებულებები.

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: – ეს ბიუჯეტში, თუ?

ყიფიანი: – არა,

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: – აა, ზოგადად?

ყიფიანი: – ჰო. ამ მანქანების გარდა.

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: – აა, მანქანების გარდა კიდე? მე არ ვიცი

ყიფიანი: – ჩემგან, ჩემგან, უნდა გაიცეს.

ომეგა ჯგუფის მენეჯერი: – ააა

ყიფიანი: – მე რასაც ავიღებ, კიდევ უნდა გავცე”.

მაღალჩინოსნებისთვის ძვირადღირებული მანქანების იძულებით გადაცემის შესახებ ინფორმაცია, “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელმა დაადასტურა.

ზაზა ოქუაშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ ყოფილი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი არ ყოფილა ერთადერთი მაღალჩინოსანი, ვინც ავტომობილებს ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ „ომეგა ჯგუფი“ საქართველოში რამდენიმე მსოფლიო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია და ის ფლობს თბილისში, BMW-სBentley-ისMaserati-ის და Opel-ის ავტოსალონებს.