მამუკა ბახტაძე: „ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით ძალიან ეფექტურ ნაბიჯებს ვდგამთ“

მამუკა ბახტაძე: „ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით ძალიან ეფექტურ ნაბიჯებს ვდგამთ“თუ გავითვალისწინებთ ეკონომიკურ ტურბულენტობას ზოგადად, რეგიონში, კიდევ უფრო დასაფასებელია ინვესტორების მზარდი რწმენა, რომ ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო გაიზრდება და გაიზრდება ძალიან მნიშვნელოვანი სექტორების მიმართულებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე საქსტატის მონაცემების შეფასებისას განაცხადა, რომელიც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და რეინვესტირების მაჩვენებელს ეხებოდა.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებელი იმის დასტურია, რომ ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით მთავრობა ძალიან ეფექტურ ნაბიჯებს დგამს.

„მინდა, შევეხო იმ სტატისტიკას, რომელიც საქსტატმა გამოაქვეყნა. მოგეხსენებათ, რომ გვაქვს დადებითი ტენდენციები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით, 2018 წლის მე-2 კვარტალში ინვესტიციების მოცულობამ მიაღწია თითქმის 390 მილიონ ამერიკულ დოლარს, რაც წინა წელთან შედარებით არის 9,5 პროცენტით მეტი. ასევე გაიზარდა რეინვესტირების მაჩვენებელი და შეადგინა თითქმის 180 მილიონი დოლარი. ეს რიცხვები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით ძალიან ეფექტურ ნაბიჯებს ვდგამთ, თუ გავითვალისწინებთ ეკონომიკურ ტურბულენტობას ზოგადად, რეგიონში, კიდევ უფრო დასაფასებელია ის, რომ ინვესტორებს აქვთ მზარდი რწმენა იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო გაიზრდება და გაიზრდება ძალიან მნიშვნელოვანი სექტორების მიმართულებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.