მარსელო იუვენტუსში გადასვლას არ აპირებს

მარსელო იუვენტუსში გადასვლას არ აპირებსმადრიდის რეალის ბრაზილიელმა მცველმა მარსელომ განაცხადა რომ ის არ აპირებს რეალიდან წასვლას და ტურინის იუვენტუსში კარიერის გაგრძელებას. მარსელოს თქმით რეალში ის ძალიან ბედნიერია და ყველაფერი აქვს იმისთვის რომ თავისი საუკეთესო ფეხბურთი აჩვენოს:
”რონალდომ თავისი გადაწყვეტილება მიიღო და მას პატივს ვცემ, მაგრამ ჩემთვის რეალი ძალიან ძვირფასია და არ ვაპირებ რომ ამ გუნდს დავემშვიდობო. ჩემი იუვენტუსში ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება”– განაცხადა მარსელომ.