მასობრივი წმენდა განათლების სამინისტროში – მინისტრმა ბატიაშვილმა თამარ სანიკიძე, მინისტრის 2 მოადგილე და სხვა მაღალჩინოსნები მოხსნა

მასობრივი წმენდა განათლების სამინისტროში - მინისტრმა ბატიაშვილმა თამარ სანიკიძე, მინისტრის 2 მოადგილე და სხვა მაღალჩინოსნები მოხსნასაკადრო ცვლილებები განათლების სამინისტროში – მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დღე საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც ცვლილებების შესახებ ისაუბრა:

„განათლების ხელმისაწვდომობის და ხარისხის არსებითი ზრდა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია კონკურენტუნარიანი განათლების სისტემის შექმნა, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგება, რისთვისაც იგეგმება არა ერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა. შესაბამისად ამ პროცესს ახალი ენერგია, ახალი ხედვები და ახალი საკადრო პოლიტიკა სჭირდება. სწორედ ამის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილებები და თანამდებობას ტოვებენ:

მინისტრის მოადგილეები – თემურ მურღულია და ლია გიგაური

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი – თამარ სანიკიძე

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი – გიორგი მაჩაბელი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორ – მანანა მიქაბერიძე

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტრორი – მაია მიმინოშვილი“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, მცირდება მინისტრის მოადგილეების რაოდენობაც და მას შვიდი მოადგილის მაგივრად, ოთხი ეყოლება.